მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა "ვივამედში" რამდენიმე წუთში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოში გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.

"დართულია ცნობა, სადაც წერია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხდება სააკაშვილის ტრანსპორტირება. ეს ავტომატურად არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მას პროცესში მონაწილეობა შეუძლია. როდესაც ვერ ხდება ბრალდებულის ტრანსპორტირება და სასამართლოში გამოცხადება, სასამართლო გადის იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება ბრალდებული. ეს არ არის პირველი პროცესი, როდესაც სასამართლოს აქვს პრაქტიკა და გასვლით სხდომებს ატარებს კლინიკებში, ციხესა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. არც ერთ ოქმში არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია, გვაქვს ცნობა, რომ უბრალოდ ვერ მოდის სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ გავიდეთ კლინიკა „ვივა მედში“ და იქ განხორციელდეს ბრალდებულის დაკითხვა.

ასევე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სხდომის გადადება, მაგრამ ეს არ უნდა დაემსგავსოს პროცესის გაჭიანურებას. ეს არის მეოთხე პროცესი, როდესაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას ველოდებით. გავიდეთ და კლინიკა „ვივამედში“ დავუსვამთ შეკითხვებს, რითიც დასრულდება მტკიცებულებების გამოკვლევა",- განაცხადა ვეფხვაძემ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, ცნობაში არსადაა ნახსენები ტრანსპორტირება და რომ ცნობაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდებოდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ექიმები, კლინიკა და სააკაშვილი იმას არ ამბობენ, რომ 5 წუთის სავალზე ვერ წავიდოდა, არამედ, მათ შორის სააკაშვილი ამბობს, რომ ის მისი უფლებების ეფექტურად რეალიზებას ვერ მოახდენს.

ვეფხვაძის თქმით კი, დაცვის მხარის მიერ, ერთი დოკუმენტიც არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. მოსამართლემ სასამართლოს მიერ გასვლითი სხდომის ჩაატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო