მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისის აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს

მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისის აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილია“ ავრცელებს.

„სირცხვილია“ იმედს გამოთქვამს, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივლენ.

„მოხარული ვართ, მოვიწვიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება.

მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წარმართვაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს ვიხილავთ პარლამენტთან, 20 ივნისს, 20:00 საათზე“, - ნათქვამია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა