ხატია დეკანოიძე - ერთ-ერთი მძიმე სცენარი იქნება თუ „ასოცირებული ტრიო" დაიშლება

ხელისუფლების ანტიდასავლურმა კამპანიამ შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი - როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ღიად უწოდებს ყველაზე დიდ და ძველ პარტიას, "ევროპის სახალხო პარტიას" კრიმინალების პარტიას, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე და ასეთი განცხადება არ გაუკეთებია ვლადიმერ პუტინსაც კი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მძიმე იქნება თუ საქართველო „ასოცირებულ ტრიოს“ გამოეყოფა.

"დიდი იმედი გვაქვს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ყველაზე რეალური ალბათ, არის, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, როგორც არსებობს წინასწარი ინფორმაცია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება და მე ვისმენ პესიმისტურ განცხადებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიას, ეს იქნება სრულად "ქართული ოცნების", მათ შორის ივანიშვილის დანაშაული და პასუხისმგებლობა, რადგან კონსტიტუციით ყველა ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები და ინტეგრაცია არ დაირღვეს. ერთ- ერთი მძიმე სცენარი იქნება ის, თუ „ასოცირებული ტრიო“, დაიშლება, ჩვენ ვიყავით ლოკომოტივი ამ ტრიოში, ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა იყო საქართველო და სამწუხაროდ, დღეს ვისმენთ, რომ საქართველო არ არის იმ დონეზე და იმ ხარისხში როგორც არის უკრაინა და მოლდოვა. უკრაინელების თავგანწირვამ დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმოუდგენელმა ანტიდასავლურმა კამპანიამ შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. მაშინ, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ღიად უწოდებს ყველაზე დიდ და ძველ პარტიას "ევროპის სახალხო პარტიას" კრიმინალების პარტიას, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე და ასეთი განცხადება არ გაუკეთებია ვლადიმერ პუტინსაც კი", - განაცხადა დეკანოიძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს