ეკა ბესელია - ევროპის მოედანზე უყოყმანოდ მოვედი, რათა ვაჩვენოთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ, ცივილიზებულ ოჯახში

პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად მოქალაქეებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ეკა ბესელიას თქმით, ახლა, როდესაც ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, ქვეყანამ ნებისმიერი ფორმა უნდა გამოიყენოს და გამოხატოს მზაობა, რომ მას სურს იყოს ევროპული სივრცის ნაწილი.

“მივალ ყველგან, სადაც ამის გამოხატვის შესაძლებლობა გვექნება, მათ შორის მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ეს მოწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ყოყმანი მივიდეთ, თუ არ მივიდეთ არ მგონია, სწორი იყოს. ამიტომ ვარ აქ და მოვედი უყოყმანოდ იმისათვის, რომ ამ ფორმატში და სხვა ფორმატშიც ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და რომ საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ ცივილიზებულ ოჯახში”, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ის 20 ივნისის აქციაზეც მივა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა