პრეზიდენტი - თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს

თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროის მოედანზე მედიას განუცხადა.

მან ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და განაცხადა, რომ ხვალ ევროპული საბჭო რეკომენდაციებს წარადგენს და "არავინ იცის რა იქნება".

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი აქციის თარიღი არვისთან შეჯიბრი არ იყო.

"დღევანდელ დღეს არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო, ვიცოდი, რომ 17-ში იქნებოდა პირველი რეკომენდაცია. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა ფორმის გამოსვლას მივესალმები. დღეს გვაქვს „ლუფტი“, ხვალ არის რეკომენდაცია კომისიის, რომელიც არცერთმა არ ვიცით რა იქნება, ამის შემდეგ 23-24-ში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება. თუ მე აქ გამოვედი ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და ხვალინდელი რეკომენდაციები გვაჩვენებს, რა მიმართლებით არის ნაბიჯები გადასადგმელი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა