მამუკა ხაზარაძე - საქართველოს მოქალაქეები უნდა იდგნენ ერთად, როცა ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ამიტომ ვარ ევროპის მოედანზე  იმ ელჩებთან ერთად, რომელთა სახელმწიფოებმაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

საქართველოს მოქალაქეები უნდა იდგნენ ერთად, როცა ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება - 20 ივნისს გაცილებით დიდი აქცია უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ერთობის ჩვენება,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერსპრესნიუსთან" ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველა აქცია, სადაც ხალხის ერთსულოვნება დაფიქსირდება ისეთ საკითხში, რასაც ევროპული არჩევანი ჰქვია, მნიშვნელოვანია.

"ჩვენ უნდა მივეჩვიეთ საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას, პარტიული, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების მოუხედავად. საქართველოს მოქალაქეები უნდა იდგნენ ერთად, როცა ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ამიტომ ვარ აქ იმ ელჩებთან ერთად, რომელთა სახელმწიფოებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. 20 ივნისსაც აუცილებლად მივალ, მოვუწოდებ ყველას, 20 ივნისს გაცილებით დიდი აქცია უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ერთობის ჩვენება და იმ მიზნის გაჟღერება, რაც საუკუნეებია ქართველ ხალხს უნდა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება",- განაცხადა ხაზარაძემ.

ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდნენ.

ევროპის მოედანზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო