ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.

აქციაზე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით გაიმართა, მივიდნენ მოქალაქეები, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, კერძოდ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

აქციაზე დღეს სიტყვით გამოსვლები, როგორც დაგეგმილი იყო, არ ყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა არის ევროპაში.

“დღეს მე, აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე