ალეკო ელისაშვილი ევროპის მოედანზე - ვინც  აქ არ არის  ღრმად მწამს, რომ ვერ იყურებიან ვერც პიროვნული და ვერც პარტიული „ჭუჭრუტანის“ მიღმა

გულისხეთქვით ვარ იმის მოლოდინში, რას გვეტყვიან ხვალ და რას გვეტყვიან 24 ივნისს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ევროპის მოედანზე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად მივიდა.

“ხალხმა შეაფასოს ის პარტიები და პოლიტიკოსები რომლებიც ვერ ცდებიან თავიანთ ჭუჭრუტანებს. ვინც აქ არ არის ღრმად მწამს, რომ ვერ იყურებიან ვერც პიროვნული და ვერც პარტიული ჭუჭრუტანის მიღმა, ვერ ხვდებიან, რაზეა ლაპარაკი. მე, აქ, სალომე ზურაბიშვილის დაძახებულზე არ მოვსულვარ, ჩემი წინაპრების ნაოცნებარზე მოვედი. ოცნებას, ქართული სახელმწიფო ყოფილიყო ევროპის, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თაობები შეეწირა”, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ამიტომაც არის გულდასაწყვეტი, ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსებს ჭუჭრუტანის მიღმა ყურება არ შეუძლიათ.

“ამის მიზეზი, რა არის არ ვიცი. ასე რომ უყურებენ პოლიტიკოსები საკითხებს, ეროვნულ მიზანსა და თავიანთ პარტიული ინტერესებს რომ ვერ ასხვავებენ, იმიტომ ვართ მაჩანჩალები. ასე რომ არ იყოს, ევროკავშირის წევრები ვიქნებოდით და წევრობის კანდიდატობაზე არ გვექნებოდა სახვეწარი. ასეთ ხალხს და მათ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო, ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენზე რომ თავდასხმა მოხდეს, რუსეთი რომ დაგვესხას მაშინაც უნდა ვთქვათ, რომ ელისაშვილის გვერდზე არ დავდგები, იმის ორგანიზებულ ბატალიონში არ მივალო, ასევე, სალომე ზურაბიშვილთანო? ასე რომ ვუყურებთ საკითხს იმიტომ ვართ მაჩანჩალები. ერთმანეთისგან ვერ განგვისხვავებია დიდი ეროვნული მიზნები პატარა მიზნებისგან. ეს ძალიან გულდასაწყვეტი და სევდიანი ამბავია, მაგრამ უნდა ვიყოთ მხნედ. გულისხეთქვით ვარ იმის მოლოდინში, რას გვეტყვიან ხვალ და რას გვეტყვიან 24 ივნისს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო