ნინო ლომჯარია - იმედი მაქვს, მე-10 მოწვევის პარლამენტი არ ჩაეწერება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელმაც არ მოუსმინა სახალხო დამცველს - ვეცდებით, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით მივაღწიოთ, რომ მოგვისმინოს

იმედი მაქვს, მე-10 მოწვევის პარლამენტი არ ჩაეწერება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელმაც არ მოუსმინა სახალხო დამცველს, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ „ქართული ოცნება“ ნინო ლომჯარიას, როგორც სახალხო დამცველს, ისე დაემშვიდობოს, რომ პარლამენტში უკვე ბოლოჯერ, არ მოუსმინოს.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან მსგავს ნაბიჯს, თუმცა, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ კიდევ ერთხელ მოისმინოს მისგან წლიური ანგარიში.

„რეგლამენტი პარლამენტს ავალდებულებს, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების ანგარიშს წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე მოუსმინოს და საგაზაფხულო სესია მალე იწურება. ჩვენ არ ვართ პარლამენტის დღის წესრიგში, მიუხედავად არაერთგზის მცდელობის, მათ შორის ჩემი მიმართვის, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, როდის ჩაინიშნება მოსმენა. შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი სრულად არ დაარღევევს რეგლამენტს. საერთოდ ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ალბათ, იქნება პირველი შემთხვევა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს მოწვევის პარლმენტი არ ჩაეწერება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელმაც არ მოუსმინა სახალხო დამცველს და დაარღვია საკუთრი რეგლამენტი. თუმცა, თუ ასე მოხდა, ჩვენ ვიფიქრებთ სხვა საკანონმდებლო გზებსა და მექანმიზმებზე, რასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტმა მოგვისმონოს. ჯერ მე არ მაქვს განცდა, რომ პარლამენტი არ მოგვისმენს, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ ეს ასე არის, ვეცდებით, რომ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ამას მივაღწიოთ“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი