ირაკლი ჩიქოვანი მაკრონის განცხადებაზე - არ შეიძლება ევროპელმა ლიდერებმა შავი ზღვა წარმოაჩინონ გამხლეჩად, არამედ შავი ზღვა უნდა იყოს ხიდი ევროპისთვის

არ შეიძლება ევროპელმა ლიდერებმა შავი ზღვა წარმოაჩინონ გამხლეჩად, არამედ შავი ზღვა უნდა იყოს ხიდი ევროპისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“განაცხადა.

მან შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გამოცემა Politiko-სთან გაკეთებული განცხადებაც, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს - მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც მაკრონის თქმით, გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა.

„ამ განცხადებებთან მიმართებით მგონია, რომ საქართველოც აუცილებლად უნდა ჟღერდებოდეს. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი, მაგრამ საქართველო არის ევროპა, საქართველო ამისთვის იბრძვის, იღვწის, ბევრი შრომა აქვს ამაში ჩადებული და ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაღვრილი. ამიტომ ომის საფრთხის წინაშე საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დგას. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ ბუქარესტის სამიტი იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. არ შეიძლება ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გავუშვათ და ეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ უნდა გამოიყენოს ევროკავშირმაც. მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომელიც მკაფიო სიგნალს გაგზავნის. ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური. იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებები, რომელიც დაეფუძნება შედეგებზე, კონკრეტულად იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს უნდა იყოს დადებითი. არ შეიძლება დღეს ევროპელმა ლიდერებმა შავი ზღვა წარმოაჩინონ, როგორც გამხლეჩი, არამედ შავი ზღვა უნდა იყოს, როგორც ხიდი ევროპისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ევროპასთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს