„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 100 - საათიანი რეგიონული ტურნე "ერთად ევროპისკენ" ბათუმში შეხვედრებით დაასრულა

"სტრატეგია აღმაშენებელმა" 100- საათიანი უწყვეტი რეგიონალური ტურნე "ერთად ევროპისკენ", ბათუმში ვიზიტით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტია ტურნეში, რომლის მიზანიც ხალხისთვის იმის გაცნობაა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, 10-ზე მეტ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

100 - საათიანი ტურნეს „ერთად ევროპისკენ“ დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება კვირას თბილისში, რიყის პარკში გაიმართება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მოსახლეობის 99% ევროკავშირის წევრობის მსურველია.

" "სტრატეგია აღმაშენებელი" ბათუმში ვასრულებთ 100 - საათიან რეგიონულ ტურნეს "ერთად ევროპისკენ", რომლის მიზანი არის ევროკავშირის, ევროპის პროპაგანდა და მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განმარტება, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს საქართველოს ევროკავშირის წევრობამ?! რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის?! რა მოლოდინები უნდა გვქონდეს?! რა განსხვავებაა ევროკავშირის წევრ და არა წევრ ქვეყნებს შორის?!

შევხვდით 10 ათასობით მოქალაქეს, მათ გადავეცით რამდენიმე ათეული ათასი საბეჭდი მასალა: ბუკლეტები, რუკები, თვალსაჩინო მასალები.

100 - საათიანი ტურნეს ბოლოს მთავარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს სურს "ევროკავშირი"-ს წევრობა, მათ იციან რისთვის გვჭირდება ევროკავშირი, ისიც იციან თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ეს იცის, არ იცის მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ"", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან