თინა ხიდაშელი - ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა - იმედს ვიტოვებ, რომ 24 ივნისს, ევროპის ლიდერები საქართველოს რუსეთის უკანა ეზოში არ ჩატოვებენ

ჩვენს ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა - ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დღეს მოსალოდნელ დასკვნაზე ისაუბრა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებისა და პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე სასწაულის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

“სასაწაულის მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ვუყურებთ შინ და გარეთ - ქვეყანაში რა განცხადებებიც კეთდება და რა დამოკიდებულებას აჩვენებს ხელისუფლება, მეორე მხრივ კი არის პასუხები, რასაც ვიღებთ სხვადასხვა ევროპელი ლიდერებისგან. დღევანდელი დასკვნის მიმართ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ ეს დასკვნა პროცედურულია და რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება. საქართველოში, სამწუხაროდ, არაფერი ხდება ისეთი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც უკვე რამდენი ხანია ისმის ევროპული სტრუქტურებიდან, რაც დაგვაიმედებდა, რომ დღეს კომისიას ოპტიმისტური დასკვნა ექნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯერი დადგება 24 ივნისს, ევროპის პოლიტიკური ლიდერები საქართველოს არ ჩატოვებენ რუსეთის უკანა ეზოში. მათი გონიერების იმედი მაქვს, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა. ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს