პარლამენტის 3 კომიტეტის სხდომაზე, სადაც სუს-ის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის უსმენენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაუშვეს

თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის უსმენენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაუშვეს.

სხდომის დაწყებამდე, კომიტეტების თავმჯდომარეებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ინიციატივით მიმართა და სთხოვა, მოხსენების ის ნაწილი, რომელიც საჯარო და გამოქვეყნებულია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოესმინათ.

„რამდენადაც ანგარიში არის საჯარო და გამოქვეყნებული, ანგარიშის მოსმენაზე დავუშვათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და შემდეგ დავხუროთ სხდომა, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი ყოველთვის იყო, რომ ანგარიშის მოსმენა იყო საჯარო,“- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებისა და სხდომაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირებისა, სუს-ის ანგარიშის მოსმენა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრების გარეშე დაიწყო.

„პირველი ნაწილი არის საჯარო და შემდეგ გადაწყვეტთ რა რეჟიმში გავაგრძელებთ სხდომას. ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], გაძლევთ გაფრთხილებას, სხდომის დაწყებას ნუ უშლით ხელს. მომხსენებლს მივცეთ გამოსვლის საშუალება“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს