პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - ხელისუფლება არ იძლევა სააკაშვილის მკურნალობის საშუალებას, მაგრამ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომლის რუსეთთან კავშირები საყოველთაოდ ცნობილია

რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ იძლევა სააკაშვილის მკურნალობის საშუალებას, მაგრამ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ყველა კანონს და ყველა დაშვებულ წესს არღვევს, ხოლო მისი რუსეთის ფედერაციასთან კავშირები საყოველთაოდ ცნობილია, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ ქართველ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრისას პოლონეთს მხარის წარმომადგენლის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ამ შეხვედრაზე საბოლოოდ მას უარი უთხრეს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, პრემიერებს შორის შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არა ერთხელ დაისვა და პოლონეთის მხარე ყოველთვის აფიქსირებდა თავიანთ სრულ მზაობას, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანისა და მისი მკურნალობას საკითხებში.

პრემიერმა ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერთან თავისი თანხმობა დააფიქსირა, რომ მორავეცკის წარმომადგენელი, რომელიც უნდა ვყოფილიყავი მე, ჩამოვიდოდა, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდებოდა, მაგრამ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე უარი მითხრეს,“ - განაცხადა მალგორზატა გოშიევსკამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო