გიული ალასანია - ხელისუფლების მიზანი ჩემი შვილის იზოლაციაში სიკვდილია - ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ბღალავს, ჩრდილს აყენებს პოლონეთთან ჩვენს მეგობრობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრობას ჩრდილს აყენებს. აღნიშნულის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც პოლონეთის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშიევსკა არ შეუშვეს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, სააკაშვილს მასთან პოლონეთის ერთ-ერთი ლიდერის შეშვების მოლოდინი არც ჰქონია.

„ქალბატონი მალგოზატა არის ძალიან ცნობილი პიროვნება, ის პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერია და უნდა გითხრათ, რომ მისი მეუღლე იყო ვიცე-პრემიერი პოლონეთში და დაიღუპა იმ თვითმფრინავში, რომელშიც დაიღუპა მთელი პოლონური პოლიტიკური ელიტა - კაჩინსკისთან ერთად. ეს ოჯახი ძალიან დამსახურებული ოჯახია. ქალბატონი მალგორზატა საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია, კონკრეტულად, ჩემი შვილის ძალიან დიდი ხნის მეგობარია, საერთოდ, საქართველოს და პოლონეთის მეგობრობა ცნობილია, ცოტა უცნაურიც კია, საზღვარიც კი არ გვქონდა საერთო, მაგრამ ისტორიულად ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით ერთ კოალიციაში გაერთიანებული. ეს მეგობრობა ძალიან დიდი ძალაა. მე-19 საუკუნეში, როცა პოლონეთში აჯანყება ხდებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გადმოასახლეს საქართველოში და მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აქ და ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან საქართველოსი. ჩვენ ძალიან გვიყვარს პოლონელები, პოლონელებს უყვართ ქართველები და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ბღალავს, ჩრდილს აყენებს ამ მეგობრობას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის იზოლაციაში სიკვდილია.

„საკმაოდ კარგად აზროვნებს და გამოცდილებაც აქვს უკვე, ნაკლები მოლოდინი ჰქონდა. იზოლაციაში ჰყავთ, მოკლან იზოლაციაში, მიზანი ეს არის“, - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია