ალექსი ბატიაშვილი - საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტულ საქმიანობას. აღნიშნული მოიცავდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საფრთხეების შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მექანიზმების დახვეწასა და საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას, - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად, უსაფრთხო ქვეყნად განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა და ამასთან, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ტერორიზმის კუთხით ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდა“,- აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წელს, სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, 2021 წელს შემუშავებული საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, გააცნო სტრატეგიის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სტრატეგიაში ტერორიზმის კუთხით ახალი მოცემულობების და რეალიების გათვალისწინებით გაიწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო