ელენე ხოშტარია - ახლა არის მოქმედების დრო: გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი

ახლა არის მოქმედების დრო: გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი, - ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, - ასე შეაფასა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ევროპაში შესასვლელი კარი ბოლომდე დაეხურა და წლის ბოლომდე ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოსთვის ვითარება შეიცვალოს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება და ამისთვის საჭიროა სანქციები და მშვიდობიანი პროტესტი.

„ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ რაც კი პრობლემებია, - პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს და არჩევნების მიტაცება, - ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, ამ ქვეყანას და ამ პოლიტიკურ სისტემას მოშორდება. ახლა არჩევანი არის ჩვენზე. „ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის დაეკეტათ კარი, მათ ყველაფერი ქნეს ამისთვის, - შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ტყუილი, პროპაგანდა, ვითომ ვინმეს ომში ჩათრევა უნდა. მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ამ ქვეყანაში და დავუბრუნდებით იმ თამაშის წესებს, რაც ევროპაშია, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ამიტომ, ახლა არის მოქმედების დრო: გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი, - ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს