ხათუნა სამნიძე -  დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი განხილულია, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი

დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია, როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, რომ საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლებელია თუკი, ის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რაზეც ევროპელი პარტნიორები საუბრობენ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გაიაზრებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან დიალოგი, ევროპა საქართველოს ვერ დაინახავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეკითხვები აქვს, სურათი არის გასაგები: ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა მკაფიოდ ჩამოწერეს ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მტკიცედ დადგეს ევროპულ გზაზე და ღია კარი, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა პარტნიორებმა, იყოს ღია, შევაბიჯოთ და გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროპული ოჯახის. პირველი, რაც ამაში წერია, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რომელზედაც არ შეუჩერებია ოპოზიციას საუბარი არც ერთ ეტაპზე, რომელიც ნიშნავს, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებასთან ერთად, უნდა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული რეფორმების შესასრულებლად. ამ მოთხოვნებში გაჟღერებულია პოლარიზაციის პრობლემა, ამის გარეშე, თუ ხელისუფლება ვერ გაიაზრებს, რომ საჭიროა ოპონენტებთან, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, თანამდებობის პირებთან, პოლიტიკოსებთან დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობა, ამ საკითხზე მაინც, ჩვენ ევროპა ვერ დაგვინახავს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

არც ერთ ჩვენს პარტნიორებს არ გამოჰპარვიათ 5-6 ივლისის უსაშინლესი მოვლენები. ვიდრე ხელისუფლება არ გაიაზრებს, რომ საკუთარი დაორგანიზებული, მარგინალური ჯგუფების გამოყენებით ამ ქვეყანაში უნდა შეწყვიტოს უმცირესობების და განსხვავებული აზრის დევნა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ ჩვენს მომავალს ევროკავშირში. დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია, როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, რომ საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი. კარი ღია არის და მტკიცე ნაბიჯებით უნდა გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა. პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო, კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნებას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს.

ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა