გიგა ბოკერია - ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ თავისუფალ სამყაროში დაბრუნებით, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან შეუთავსებელია

არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში - „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“. ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა, არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, თუ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად არ მოვიშორეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოლდოვას, რომელიც ომში არ არის ჩართული, კანდიდატის სტატუსს აძლევენ, რაც „პირდაპირ ფაქტობრივი პასუხია ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც შესაძლოა, მოტყუვდეს პროპაგანდის ნიაღვრით“.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ელოდა უფრო სწრაფ შედეგს საქართველოსთვის, თუმცა, რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ამ იმედების საფუძველს სამწუხაროდ, არ იძლეოდა. მესმის მათი ემოციის, თუმცა, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს. ამ რეჟიმმა იმ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა და იმ გზაზე დააყენა, რომელიც შეუთავსებელია არა თუ ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან, არამედ ზოგადად თავისუფალ სამყაროსკენ სვლასთან. ამ ვითარებაში მაქსიმალურად რეალისტურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. არა თუ კარია ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია, რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა და მთლიანად თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელი. ეს წერია დიპლომატიურ, პოლიტიკურად კორექტულ ენაზე ამ რეკომენდაციაში, იმიტომ, რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები, რომლებიც ჩამოთვლილია, მათ შორის, ერთი განსაკუთრებით ხაზგასასმელია - დეოლიგარქიზაცია, შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში. ჩვენ ხელახლა არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია. თუ აღმოჩნდა, რომ საოცრებასთან გვაქვს საქმე და უცებ სავლე პავლედ იქცა, მაშინ ვაღიარებთ ამ ძალიან სასიამოვნო, უზარმაზარ შეცდომას, მაგრამ არ შეიძლება მაგაზე გავთვალოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და ეს რეჟიმი უნდა შეცვალოთ. ამის შემდეგ თავისუფალი სამყარო ჩვენ, როგორც მათ ბუნებრივ წევრს მიგვიღებს”, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების რეჟიმი და თავისუფალი, ღირსეული მომავალი ნატო-ში, ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროში შეუთავსებელია.

„მეორე, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს რეჟიმი გააგრძელებს ამ უსინდისო სპეკულაციებს ყველა თემაზე და ერთ ყველაზე ბინძურ მანიპულაციას, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მიმართავდა, ჩვენ ახლა უნდა დავუსვათ წერტილი, რომ თითქოს, თავისუფალი სამყარო საქართველოს ომში ჩართვას მოითხოვდა. „უკრაინა ჩართულია და ახლა თქვენც დაღვარეთ სისხლიო“ - ამ უსინდისობაზე საუბრობდნენ, ასევე, არ ვიცი რას ახდის ფარდას ეს სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი. მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს, რომელიც ომში არ არის ჩართული. ეს არის პირდაპირ ფაქტობრივი პასუხი ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც შესაძლოა, მოტყუვდეს ამ პროპაგანდის ნიაღვრით.

ეს რეჟიმი და ჩვენი თავისუფალი, ღირსეული მომავალი ნატო-ში, ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროში არის შეუთავსებელი. რაც არ უნდა თქვან გადაკეთებულად, ან შეარბილონ ტონი, არ უნდა მოვტყუვდეთ. რაც აქ წერია ჩამონათვალში - სასამართლო დამოუკიდებლობა, მედია -პლურალიზმი, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოპყრობა, უმცირესობების მიმართ მოპყრობა, აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაული და კორუფციაა გამოყოფილი, ამ ყველაფრის გარეშე ხომ ივანიშვილის რეჟიმი რეჟიმი არ იქნებოდა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ბევრი მოქალაქე დავარწმუნოთ იმაში, რომ მხოლოდ ამ გზით შევძლებთ სამშვიდობოს გაღწევას და არავითარ შემთხვევაში არ შევტოპოთ ხელახლა იმ ჭაობში - „აბა ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“, ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, თუ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ მშვიდობიანად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე