გიორგი ვაშაძე - კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს - ერთადერთი გამოსავალია: საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა

ბატონ კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს, იმიტომ, რომ ვიცით, მთლად ასეთი ოროსანი არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი - საქართველოში შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმას, წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, ამ დასკვნით, ჩვენ უკვე დაგვაშორეს უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა ამ დასკვნით კვლავ უკმაყოფილოა „ქართული ოცნება“, რადგან მათი მიზანი იყო მთლიანად ჩავხსნოდით ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, არაფერი პირობები არ მიეღოთ და უბრალოდ უარი მიეღო საქართველოს ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ, მათი პირველი განცხადებები აჩვენებს, რომ 24 ივნისამდე, როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებაც კი, რაც დღეს გამოქვეყნდა, გაუარესდეს. ანუ კიდევ უფრო მძიმე სურათი იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც კი უარი უთხრან, იმ ვადებზე, რაც დაგვიწესეს, ამაზეც კი უარი გვითხრან. საერთოდ გადახიონ და გადააგდონ ეს დოკუმენტი გვერდით, ისევე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად.

ამ დოკუმენტში, მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემური საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ არის დეოლიგარქიზაცია. როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია? თქვენ წარმოგიდგენიათ რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მოახერხოს საკუთარი თავის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, კითხვა ისმის, სად არის გამოსავალი? ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, ვფიქრობთ, რომ ერთადერთშია გამოსავალი - საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგვიწესა ევროკავშირმა, წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს არის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმის, რომ რამენაირად ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მთლიანად ავცდებით ევროპული ინეტეგრაციის გზას, ან ოლიგარქატი ან ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, უკრაინაში ომმა გეოპოლიტიკურად გახსნა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის ფანჯარა.

„მოლდოვამ ეს ფანჯარა გამოიყენა უკრაინასთან ერთად, საქართველო ამ ფანჯარას არ იყენებს. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩავეხსნათ საერთოდ ამ პროცესს. ბატონ კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს იმიტომ, რომ ვიცით, მთლად ასეთი ოროსანი არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა