ჟოზეფ ბორელი - დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ასე ეხმაურება ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას.

ბორელი საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ პოსტს ქართულად აქვეყნებს.

ბორელის თქმით, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

"საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის - დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას", - წერს ბორელი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა