რომან გოცირიძე - ვინ უნდა განახორციელოს დეოლიგარქიზაცია, ივანიშვილმა? კინწისკვრით უნდა გააგდონ მთელი მთავრობა და პრეზიდენტიც უნდა მიყვეს მას

დღევანდელი დღე საშინელია, შოკშია მთელი ქვეყანა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ევროკომისიის დასკვნას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ ხელისუფლების პირობებში.

„საშინელია დღევანდელი დღე, შოკშია მთელი ქვეყანა. პატარა იმედი მაინც რჩებოდა, მათ შორის ჩვენც გვეგონა, რომ იქნებ და რაღაც საოცრება მოხდეს, მაგრამ მივიღეთ ასეთი სურათი. ეს არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნის მომავლისათვის და ფაქტობრივად, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ ხელისუფლების პირობებში. ეს არის უკვე დოკუმენტურად დადასტურებული ვერდიქტი, რომელიც დადო ევროკავშირმა. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მომავალი უწერია ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია, რომელსაც აქვს გავლენა ეკონომიკაზე, ფინანსებზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს და ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ვინ უნდა განახორციელოს დეოლიგარქიზაცია, ივანიშვილმა? კინწისკვრით უნდა გააგდონ მთელი მთავრობა და პრეზიდენტიც უნდა მიყვეს მას. უღალატეს ქვეყანას, ერთი ადამიანის მონები და მსახურები არიან. ნაცვლად იმისა, რომ გუშინ პრეზიდენტს ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი თემა, მედიის შეზღუდვა გაენეიტრალებინა და გამოეშვა ნიკა გვარამია, ბიძინა ივანიშვილის დაცვა დაიწყო, თურმე ეხვეწება ევროპელ ლიდერებს, არა სანქციებს არ იმსახურებს ეს კაციო. ყველანი უნდა წავიდნენ. ერთია ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა და მეორე, კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც არიან ლაქიები და ემსახურებიან მის ინტერესებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ის „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა ე.წ. ფარდის ახდის შესახებ და აღნიშნა, რომ „თუ ფარდას ახდიდნენ, ფარდის იქით საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სურათი გამოჩნდებოდა“.

„პატარა შანსიც თუ არსებობს 24 ივნისამდე ეს შანსი უნდა გამოიყენოს ქვეყანამ. 24-დან ჩემი და პარტიების შეფასება და სამოქმედო გეგმა იქნება ერთი და 24-მდე - მეორე. ახლა უნდა გაფრინდეს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი. „ფარდას ავხდი“, - რისი ფარდის ამხდელია? ნიღაბი ჩამოეხსნა ყველას და ფარდა. ფარდას ახდიდნენ და გამოჩნდებოდა ფარდის იქით მახინჯი სურათი საქართველოს ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილი იდგებოდა ფარდის უკან პუტინთან ერთად და ეს ხელისუფლება იქნებოდა პაიკები და ლაქიები. ფარდა ჩამოხსნილია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს