თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ"  კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია ეროვნული სადაზვერვო სისტემის და სადაზვერვო საქმიანობის დახვეწის, ასევე, ამ კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კანონპროექტის მიღება საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის, ჩართულობა გაიზრდება.

„სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს. მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა", -განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სამსახურში მიღებული პირები გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან და სპეციალური მომზადების კურსებისა თუ პროგრამის გავლას დაექვემდებარებიან. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში.

„სამსახურს ელექტრონული დოკუმენტის შექმნის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების უფლებამოსილება მიენიჭება, რაც სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე რეალურად ისედაც ხორციელდება ", - განაცხადა მომხსენებელმა.

დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის გამოცემის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნება.

მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დეპუტატებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა