ნიკოლოზ სამხარაძე -  ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი სრული მხარდაჭერა გვაქვს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს ევროპულ საკითხებში, იარი ლუოტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, მათ შორის საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს სტატუსი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მიეცეს.

„ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გვქონდა დისკუსია რატომ მოხდა დიფერენცირება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შორის. ფინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული საბჭოს სხდომაზეც, რომელიც 24 ივნისს გაიმართება და შესაბამისად ამ მიმართულებით უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფინეთის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და მადრიდის სამიტი, რომელზედაც ორივე ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა, რომ მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიო უნდა გახდეს საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების დეტალური გეგმა.

ფინეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საქართველოს ერთგულნი არიან ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნეს, რომ ორივე მიმართულებით საქართველოს ფინეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო