უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა 60 ოკუპანტი გაანადგურეს - რუსული სამაშველო გემი „Спасатель Василий Бех“ კი ჩაიძირა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების ჩათვლით, ერთ დღეში 120-მდე საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და მტერს 2 საჰაერო დარტყმა მიაყენეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტრის დადასტურებული დანაკარგები შეადგენს: 57 ჯარისკაცსა და 18 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის: T-72 ტიპის ტანკს, Msta-B ტიპის ჰაუბიცას, სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკას და საავტომობილო ტექნიკას. განადგურებულია მტრის საველე საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი.

ამასთან, ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა რუსულ საბუქსირო სამაშველო გემ „Спасатель Василий Бех“-ს და ჩაიძირა ბორტზე მდებარე TOR-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი