მამუკა ხაზარაძე - ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს!

ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო, მესამე გზა არ არსებობს! -აცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. „ლელოს“ ლიდერი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეკომენდაციებს ეხმაურება.

„უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!“ -წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს. ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს.

ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან