გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრება

პარტია "ლელოს" საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის ჯგუფის, Renew Europe-ის, ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გეგელია გამართავს შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიისა და ევროპული კავშირის საგარეო ქმედების სამსახურის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც უკრაინის და სხვა რეგიონალურ დელეგაციებთან.

გეგელიას თქმით, “ამ უაღრესად კრიტიკულ და ისტორიულ კვირაში, თითოეული ქართველი პოლიტიკოსისა და მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა გაიღოს მაქსიმალური ძალისხმევა ქართველი ერის ევროპული არჩევანის გადასარჩენად“.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებისას, “ლელოს” სახელით კიდევ ერთხელ გაჟღერდება საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის მტკიცე მხარდაჭერა.

ამასთან, ორმხრივი შეხვედრებისას ასევე განხილული იქნება იმ რეფორმების დღის წესრიგი, რომლის გატარებაც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო