თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

1995 წელს დაბადებული კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 1996 წელს დაბადებული გ.მ. და 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს - კ.მ.-ს ნათესავთან - 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-სთან უთანხმოება ჰქონდა. მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბრალდებული კ.მ. აღნიშნული ნათესავისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, მეგობრებს - გ.მ.-ს, შ.ჭ.-ს და დ.მ-ს შეხვდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მან თანამზრახველებს გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები და ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილით მივიდნენ კ.მ.-ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დ.მ.-მ 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა კ.მ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ.მ. დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კ.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში მხილებულ დ.მ.-ს, იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობით განაგრძობს მკურნალობას.

დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 225-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა