თურქეთი მადრიდის სამიტს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საბოლოო ვადად არ განიხილავს

თურქეთი არ მიიჩნევს მადრიდის სამიტს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბოლო ვადად.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა და მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

„ჩვენ არ განვიხილავთ მადრიდის სამიტს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულების თარიღად. საბერძნეთი 11 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ სახელის პრობლემის გამო“, - განაცხადა კალინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის მკაფიო მოთხოვნები ფინეთისა და შვედეთის მიმართ ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და რომ მოლოდინები სამართლიანი და ლეგიტიმურია.

მისი თქმით, ნატოს სამიტს მადრიდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან ის ეხება სტრატეგიული კონცეფციის გადახედვას, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, სასურსათო უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას.

როგორც ცნობილია, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება ოფიციალურად 18 მაისს განაცხადეს, რათა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია