სანზონაში მცხოვრები ექიმ-თერაპევტის მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მედიკოსის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით, 10 კგ-მდე გახრწნილი ხორცი ამოიღეს

სანზონაში მცხოვრები ექიმ-თერაპევტის მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მედიკოსის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით, 10 კგ-მდე გახრწნილი ხორცი ამოიღეს.

როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, მეზობლებს სუნი თვეების განმავლობაში აწუხებდათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნიც გამძაფრდა.

ერთ-ერთი მეზობლის განმარტებით, კორპუსთან „შლაგბაუმი" დაყენდა, რის გამოც, მედიკოსს თანხისთვის მიაკითხეს, მან კი მეზობლებს კარი არ გაუღო, ბინიდან კი გახრწნილი ხორცის სუნი გამოდიოდა.

„ჯერ არავინ არ იცის რისი ხორცია, ექსპერტიზაზე წაღებულია, როგორც თქვეს, დაახლოებით, 10 კილოგრამი ხორცი იქნებოდა. მაცივარში, სამზარეულოში და სააბაზანოში ჰქონია. სუნი კი იყო, მაგრამ ისეთი ოჯახი იყო, უკონტაქტო, ეს ქალი არავისთან არ კონტაქტობდა, როგორც ვიცი, მხოლოდ კარის მეზობელთან ჰქონდა შეხება. ამბობენ, დედასთან ერთად ცხოვრობდაო, როგორც იმ სადარბაზოს ხალხი ამბობს, სუნი დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში იყო. მძაფრი სუნი ხან იყო, ხან არა. ბოლო ერთ თვე, რაც დათბა, უფრო წამოვიდა სუნი. ეს ქალი სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, თავისთვის მიდიოდა-მოდიოდა, არავისთან ურთიერთობა არ ჰქონია. ძმა ჰყავს, პირველად ვნახე გუშინწინ, როგორც თქვეს, ადვოკატიაო.

ხორცი გაფუჭებული, გახრწნილი, სულ დამპალი იყო, ჭიები, მატლები ჰქონდაო, ერთი შეხედვით ვერ გაიგებდი, რისი ხორცი იყო. ფეკალიებიც ჰქონია მაცივარში. ეს ქალი ამბობდა, გამიფუჭდა და გადაყრა ვერ მოვასწარიო",- აცხადებს მეზობელი.

დეტალებს იხსენებს კიდევ ერთი მეზობელი, რომელიც უცხო ქვეყნიდანაა ჩამოსული და აღნიშნულ კორპუსში ბოლო რამდენიმე თვეა, ცხოვრობს.

„ვგრძნობდი სუნს, რაღაც სპეციფიკურ სუნს ორი თვის განმავლობაში და ვიფიქრე, რომ შესაძლოა, სადმე ვირთხა ყოფილიყო მკვდარი და სწორედ ეს იწვევდა უცნაურ სუნს. ჩემი ბინის მეპატრონეს ვუთხარი, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა და სულ ეს არის. შემდეგ ეს ამბავი შევიტყვე და შოკირებული დავრჩი.

შესაძლოა, შევხვედრილვარ ამ მეზობელს და არ ვიცი, რომ ეს არის. მე ვესაუბრე ჩემს მეგობარს და მან მითხრა, რომ შოკირებულია, იცნობს მას, ჩვეულებრივი ქალია და ეს ყველაფერი დაუჯერებელია და ახლა შოკირებულია და ვერ იჯერებს იმ ამბავს, რაც მე მას ვუამბე",- აცხადებს მედიკოსის მეზობელი.

სამართალდამცავების მიერ ამოღებულ ხორცა ექსპერტიზა უკვე უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო