მამუკა მდინარაძე - გავრილოვის „ქეისის“ დროს პირველი ვიყავი, რომელიც იქ მივვარდი, ემოციაც ვიღაცებზე არანაკლები მქონდა, უბრალოდ, ადგილზე ოპოზიცია დამხვდა - როგორ მიმასწრეს, დღემდე არ ვიცი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები არსებული მომენტით ცუდად სარგებლობა იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სავარჯელში ჩაჯდა, ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო ყველასთვის, რაზეც მასაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა.

„რაც შეეხება გავრილოვის „ქეისს“, შეცდომა კი არ იყო, ეს იყო ვერ უზრუნველყოფა... და ამ კუთხით, თუ გნებავთ შეცდომა დავარქვათ, ამას არავინ ისურვებდა. პირადად, პირველი ვიყავი, რომელიც იქ მივვარდი, გადაჭარბების გარეშე, ემოციაც ვიღაცებზე არანაკლები მქონდა. უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები დამხვდნენ, როგორ მიმასწრეს, დღემდე არ ვიცი ეს ამბავი. ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს ოკუპაცია და თავისი მიზნებისთვის არ მოქმედებს.

რაც შეეხება შემდეგ ღამეს, ეს იყო ამ მომენტით ცუდად სარგებლობა. საბოლოოდ, ამან რუსეთს სანქციების დაწესების საშუალება მისცა პროვოკაციული მოქმედებებით. თავდასხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, მოგერიების დროს უკვე გადაჭარბება, როგორც აღმოჩნდა დანაშაულებიც, რის გამოც ადამიანები დაისაჯნენ. რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ზუსტად იგივე პოზიცია გვქონდა ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ის აღარ გააკრიტიკეს. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმაზე, ახლა დღეს თავდამსხმელებიც ოპოზიციაში არიან და მაშინდელი თავდამცველებიც. ახლა ერთმანეთს ესაუბრონ, გადაჭარბება იყო თუ არა. მიმაჩნია, რომ გადაჭარბება იყო და დაისაჯა ამის გამო ადამიანი, თუმცა, თავდასხმაც სახეზე იყო და ამასაც ვერსად წავუვალთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია