მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა

გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ევროინტეგრაციის პერსპექტივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ეს არგუმენტი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივა დამაზიანებელი და მავნებლურია.

„რაც შეეხება შეწყალებას. შეწყალება პრეზიდენტის საქმეა და მას საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ძალიან გთხოვთ, ასეთი დამაზიანებელი და მავნებლური მესიჯებით ამ დღეების და პერსპექტივის ხათრით ნუ გამოხვალთ“, - აღნიშნავს მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა