„სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივებზე შეხვედრაში მონაწილეობს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე გამართულ „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაში მონაწილეობს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ პარტიის სახელით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ესწრება.

ჩიხლაძის თქმით, საკითხები, რომელსაც „მრგვალ მაგიდასთან“ პარტიის სახელით დააყენებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესები, დეოლოგარქიზაცია და ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება იქნება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვესწრები ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. ამ შეხვედრის ორგანიზატორები არიან „Renew Europs”-ი მესამე უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში და მასში შემავალი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტია „Republic en Marche“-ი.

ჩემს მიერ დაყენებული იქნება 3 ძირითადი საკითხი, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით დავაყენებ. პირველი დემოკრატიის კუთხით, საქართველოში არსებული საფრთხეები. მეორე ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება, რომელიც საქართველოს დაუწესა ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მესამე ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების აუცილებლობა.

ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება წლის ბოლომდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის, მაგრამ ამისთვის მთავარი შესასრულებელი პუნქტებია „დეოლიგარქიზაცია“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება.

ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ, ერთის მხრივ გააგრძელონ საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მეორეს მხრივ კი ძალიან მკაფიო, მწვავე გზავნილები გააგზავნონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირადი სანქციების ჩათლით. საზოგადოება და პოლიტიკური ძალები საქართველოში მზად არიან ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს საკითხები იქნება ჩემს მიერ მრგვალ მაგიდასთან დაყენებული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა