გია ვოლსკი - ამორალურია, როცა საზოგადოებას უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა, ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი რუსეთის ბიუჯეტიდან ჩამოგდის

როცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო - რა მხატვრობაა ამისთანა, რომ მისი მემკვიდრეებისთვის ამდენ დოლარს აგროვებ! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ვოლსკის თქმით, “ამ შავბნელ გადმორიცხვებს ნათელი უნდა მოეფინოს, რაც ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“.

“ამორალურია, როცა საზოგადოებას ყოველ დღე უკიჟინებ, რომ რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან ჩამოგდის.

შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია. შეიძლება შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედმა“ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას მამის გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად სოლიდური თანხები ირიცხება. “ქრონიკის“ ცნობით, საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

თავად ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მამამისი გოგი ხოშტარია არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მას რუსეთიდან ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა