„საპარტნიორო ფონდი“ ფონდის რეფორმირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საპარტნიორო ფონდი“ ფონდის რეფორმირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საპარტნიორო ფონდი“ მიესალმება ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ფონდის რეფორმირების საკითხი პრიორიტეტულია.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.

„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხზე, რომელსაც ბუნებრივია, მედიის დაინტერესება მოჰყვა. მოგეხსენებათ, ფონდის რეფორმირებაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები წინა წლებში არ გადადგმულა. მივესალმებით ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა, ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.

შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს. შესაბამისად, არსებულის გაუქმება და ახალი კანონპროექტის შემუშავება გადაწყდება თუ უკვე არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა - ამის შესახებ მსჯელობა და სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე გავლილია, ასე რომ, ვიმედოვნებთ, კანონპროეტის საბოლოო ვარიანტი მალე ჩამოყალიბდება და გადაეცემა პარლამენტს განსახილველად.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა ფონდის არანაირი განახლება ან მისი სტრუქტურული სახეცვლილება. აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ფორმატის, საქმიანობისა და მანდატის ცვლილების შესახებ საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ ფონდის მიერაა ინიცირებული. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ფონდს ჰქონდეს მეტი მოქნილობა იმისათვის, რომ ინვესტორებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით, განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეს ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ან საერთოდ არ არის დაფინანსებული. შესაბამისად „საპარტნიორო ფონდმა“, როგორც სახელწიფო საფინანსო ინსტიტუტმა, უნდა უპასუხოს ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის კი საჭიროა მისი რეფორმირება.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მედიას ფონდის საქამიანობისა და მისი რეფორმირების პროცესისადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესისთვის. ყოველთვის მზად ვართ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, ოპერატიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია”, - აღნიშნულია „საპატრნიორო ფონდის“ განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ