შალვა პაპუაშვილი - პირველი დასკვნა, რაც ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაცია გაეღრმავებინა

პირველი დასკვნა, რაც ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაცია გაეღრმავებინა, - ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“.

„ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავდებოდა, საქართველოში პოლარიზაციას შეეხება. იყო მოწოდება იმისკენ, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და დეპოლარიზაციაა მთავარი საკითხი. ჩამოთვლილი საკითხებიდან დეპოლარიზაციაა ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს.

ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ - პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის და ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს, რომ იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი სამწუხაროდ, არის მედიაც და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ - აღვივებენ პროცესს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე