მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  წარმომადგენლები არიან მობილიზებული

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

მათი მობილიზება რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას და უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.

რაც შეეხება პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის არსებულ სიტუაციას, სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება. ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკუპაჟი იმყოფება.

რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ 20:00 საათზე დაიწყება. შეკრება „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით გაიმართება.

აქციას მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე, პოლიტიკოსები დაესწრებიან.

21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს