შალვა პაპუაშვილი - სტატუსზე გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ პირობითია - ჩვენთვის სტატუსი რომც მოენიჭებინათ, პირობები ისედაც დასაკმაყოფილებელი იქნებოდა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ პირობითია - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი რომც მოენიჭებინათ, პირობები ისედაც დასაკმაყოფილებელი იქნებოდა. როგორც კი პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობა მოგვენიჭება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან საკვირველი მიდგომაა, რამდენად თვითგვემის რეჟიმში ვარდებიან და სურთ, საზოგადოებაც ამ მდგომარეობაში ჩააყენონ.

„ევროკომისიამ განაცხადა, რომ ექსტრაორდინარული სიტუაციაა და სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა აქტიურად იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისთვის, ამის დაფასება ხდება, მაგრამ ვნახეთ, რომ ესეც პირობითი იყო. რა თქმა უნდა, ევროპა საკუთარი მიდგომის ერთგული რჩება - დამსახურების მიხედვით უნდა იყოს კანდიდატობის სტატუსიც და შემდეგ გაწევრიანებაც, რაც რთული პროცესია. როცა ასოცირების შეთანხმება მზადდებოდა და ხელი უნდა მოწეროდა, იმისათვის, რომ მასში ევროპული პერსპექტივა ყოფილიყო, დიდი შრომა და ბრძოლა იყო. სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა ვერ მივიღეთ. დღეს სწორედ ევროპული პერსპექტივა მივიღეთ და რა თქმა უნდა, ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი, რადგან სხვა ეტაპზე გადავდივართ.

გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინაა. თუ მთავარ წარმატებაზე ვსაუბრობთ, მთავარი წარმატება ჩვენი ევროკავშირში წევრობაა. სხვა დანარჩენია გზა ევროკავშირში წევრობისკენ, ამიტომ რა თქმა უნდა, ევროპული პერსპექტივა ერთი ნაბიჯია, რაც ამ პერსპექტივას გვაახლოებს. პირობები შესასრულებელი ისედაც იქნებოდა, სტატუსი რომც გვქონოდა. როგორც კი, პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობას მივიღებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს