ხათუნა სამნიძე - მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებას არ გულისხმობს, ლიბერალური პარტიები ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებას არ გულისხმობს, ლიბერალური პარტიები ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში ფრაქცია Renew Europe-ის მოწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე გამართულ „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც სამნიძე განმარტავს, ვიზიტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეხვედრა და იმ პოლიტიკური სიტუაციის განხილვა, რაც თითოეულ ქვეყანაში არსებობს.

“ვიმყოფებით ევროპარლამენტში ორდღიანი ვიზიტით, რომლის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეხვედრა და იმ პოლიტიკური სიტუაციის განხილვა, რაც თითოეულ ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზეა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვები ჩვენ კანდიდატობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებას არ გულისხმობს, ლიბერალური პარტიები ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ვაპირებთ ეს შეხვედრები ქართული დღის წესრიგისა და ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ”, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრას 4 ქართული ლიბერალური პარტიის - “რესპუბლიკური პარტიის”, “თავისუფალი დემოკრატების”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ლელოს” ლიდერები ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო