რუსთაველის გამზირზე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ მოქალაქეები იკრიბებიან - გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.

აქციაზე ცოტა ხანში მივლენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა,

აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე