სალომე ზურაბიშვილი  - მინდა დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა  - იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთ პარტიულ განცხადებაზე, რომელიც წინა დღეებში გაკეთდა და არანაირად არ წაადგება ჩვენს ევროპულ მომავალს

მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს.

ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას აქვს ის მიმართულება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

„ეს არის სწორი და ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ბრიუსელთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება მაშინვე დაიწყებს მათ შესრულებაზე მუშაობას“.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩადებული.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე