სალომე ზურაბიშვილი - მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე - ამის ირგვლივ დაპირისპირება დღეს არ შეიძლება

მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს საქართველოდან გზავნილი, რომ ყველას გვინდა ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა.

„მინდა ყველას გთხოვოთ მობილიზებულები ვიყოთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია. ყველა დაველოდებით გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მოგვცემს შემდგომი განვითარების ახალ შანსს. ყველას გისურვებთ, რომ ეს გადაწყვეტილებები წარმატებული იყოს. მიმაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომლის რეკომენდაცია დევს კომისიის გადაწყვეტილებაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე მიგვიყვანს იმ სტატუსამდე, რომელზედაც ამდენი ხანი ვოცნებობთ, ანუ კანდიდატის სტატუსამდე. ყველას გისურვებთ მალე ევროპულ საქართველოს. ეს იქნება ყველასი, ერთიანი. ამის ირგვლივ დაპირისპირება დღეს არ შეიძლება. მინდა, ძალიან ნათლად ჩანდეს საქართველოდან გზავნილი, რომ ყველას გვინდა ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა