გიგა ბოკერია - დაგვჭირდება ძალისხმევა არამარტო დღეს, ერთი და ორი დღე, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ უდიდეს საფრთხეს, რომელსაც სამწუხაროდ, ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს, გავანეიტრალოთ

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ თავისუფლების, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრების არჩევანი უნდა დაიცვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბოკერიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქცია -"შინ ევროპისკენ" რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

"3 წლის წინ, ამ დღეს, ქართული საზოგადოების რეაქციამ და პროტესტმა უბრალოდ გავრილოვი კი არ გააძევა ქვეყნიდან, არამედ დააფიქსირა მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ხელიდან გავუშვათ ისტორიული შანსი და ვერ დავბრუნდეთ თავისუფალ ერთა ოჯახში, არ ვიყოთ თავისუფალი, დაცული და ღირსეული ქვეყანა, შევეგუოთ ისევ იმას, რომ პუტინის რუსეთი უნდა ბატონობდეს ჩვენზე და ჯოჯოხეთად აქცევდეს მრავალი მთავრობის ცხოვრებას ჩვენ შემდეგ. სამწუხაროდ, ამ 3 წლის თავზე, ეს საფრთხე, რომელიც მაშინ ამ პოზიციამ დროებით მაინც გაანეიტრალა, არათუ გამქრალი არაა, კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევა არამარტო დღეს და ერთი და ორი დღე, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ ამ უდიდეს საფრთხეს, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენივე ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს, გავანეიტრალოთ. ეს კომბინაცია - გარე მტრების, ბოროტების იმპერია და ქვეყნის შიგნით პუტინისტური რეჟიმის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს და თაობები შეეწიროს ამ ამბავს და კიდევ ათწლეულობით გადაიდოს ის, რისთვისაც თავი შესწირა მრავალმა თაობამ. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და არამხოლოდ დღევანდელი დღე, მთელი ეს ისტორიული მონაკვეთი, როცა ქართულმა საზოგადოებამ ისტორიული, თავისუფლების, ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრების არჩევანი უნდა დავიცვათ",- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო