მამუკა მდინარაძე - რიტორიკა მაქსიმალურად შევარბილეთ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს - მეორე მხრიდან ვხედავთ „ფეიკებს“, ზიზღის და სიძულვილის კამპანიებს

რიტორიკა მაქსიმალურად შევარბილეთ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირებაზე მინიმუმ პასუხისმგებლობის ნახევარი ოპოზიციას ეკისრება.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ ჩვენს რიტორიკას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში და მათ შორის, განსაკუთრებით მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები გაიცა. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს, არ შევაფასებ როგორს, რომ პოლარიზაციის ხარისხი არ ავწიო. უბრალოდ, ვიტყვი ფაქტობრივ რეალობას, რომ ეს მოწოდებები არათუ პოლარიზაციის შემცირებისკენ, არამედ პირველივე წუთებიდან მიმართულია პოლარიზაციის ხარისხის გაზრდისკენ. ეს ყველაზე მთავარი და საგამონაკლისო რეკომენდაციას ეწინააღმდეგება, საგამონაკლისო იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციით უკრაინასაც და მოლდოვასაც აქვს. დეპოლარიზაცია არის ის გამონაკლისი, რაც არცერთ მათგანთან არ წერია, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაშია და როცა პირველივე წუთიდან იწყებ პოლარიზაციის ხარისხის გაუარესებას შეგნებულად, „ვორდინგიდან“ დაწყებული ქმედებებით დამთავრებული, მე მგონია, რომ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ რეკომენდაციების გათვალისწინებას ვაპირებთ თავიდან ბოლომდე და მუშაობას ამ საკითხებზე. რიტორიკა მაქსიმალურად შევარბილეთ, რომ ვინმემ მიზეზადაც კი ვერ დაასახელოს ჩვენი თუნდაც სიმართლის ლაპარაკი და მეორე მხრიდან ვხედავთ „ფეიკებს“, ზიზღის და სიძულვილის კამპანიებს ვიღებთ მათი ტელევიზიებიდან, მათი პოლიტიკოსებიდან, ხელისუფლების გადატრიალების შესახებ მოწოდებებს და იმ გეგმის განხორციელების მცდელობას, რომელიც ერთი თვის წინ გაიშიფრა, როცა საუბრობდნენ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ თუ მიიღო სტატუსი და საქართველომ არა, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა და ა.შ. ეს არის პოლარიზაციის გაუარესებისკენ მიმართული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, თუმცა, მარტო ჩვენზე ეს სამწუხაროდ, არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს