მამუკა ხაზარაძე - დაველოდოთ 24 ივნისს და თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც მოლდოვასა და უკრაინას ექნება,  უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება - ვგულისხმობ, მთავრობის გაშვებას

დაველოდოთ 24 ივნისს, საბოლოო გადაწყვეტილებას და თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც ექნება მოლდოვასა და უკრაინას, უნდა დავიწყოთ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება - ვგულისხმობ, ამ მთავრობის გაშვებას, - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე “შინ ევროპისკენ” განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქციის სახით ასეთი მნიშვნელოვანი დღე 9 აპრილის შემდეგ საქართველოს არ ჰქონია.

“ეს არის ჩვენი ქვეყნის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობისთვის გადამწყვეტი მომენტი. თუ ეს მომენტი ხელიდან გავუშვით და ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება არ გამოიჩინა, რომ ჩვენ ვართ იმის ნაწილი, რისთვისაც თაობები ვისწრაფოდით და ახლა, უბრალოდ, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ტყუილებით მოახერხა, დაგვაკარგვინოს ეს არჩევანი, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მძიმე მდგომარეობა რბილი ნათქვამია, აღმოვჩნდებით პერსპექტივის, მეგობრის გარეშე. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ ევროპას”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო