რუსთაველის გამზირზე აქცია  „შინ ევროპისკენ“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა

რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

კერძოდ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავენ ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ასევე ლიეტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

აქციის გამო სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში იმართება. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს