შარლ მიშელი - ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.

გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამ ქვეყნებს მოუწევთ შეასრულონ ევროკავშირის პირობები მათ ევროპულ გზაზე, კერძოდ კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

„რამდენიმე დღეში, ბრიუსელში ევროკავშირის 27 ლიდერი ერთმანეთს შეხვდება და მინდა გითხრა თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღოთ. მჯერა, რომ დროა ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. უფრო კონკრეტულად, ჩემი განზრახვაა, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს მოუწევთ შეასრულონ ევროკავშირის პირობები მათ ევროპულ გზაზე, კერძოდ კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც ისაბურა. მიშელის თქმით, დასავლეთ ბალკანეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ისევე როგორც ევროგაერთიანება მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 27 წევრი ქვეყნის მეთაურებს შორის გამართული სამიტის დროს განხილული იქნება, ომით გამოწვეულ მზარდ ინფლაციასა და ენერგეტიკისა და სურსათის გაძვირებულ ფასებთან გამკლავების გზები.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა