ჟიგიმანტას პავილიონისი - ძვირფასო ქართველებო, ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს გზის დასაწყისია - მოახდინეთ საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ

ძვირფასო, ქართველებო, ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია - დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს. მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს.

როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საქართველოს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება აქვს.

„ძვირფასო, ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ 2 წლის შემდეგ გავაკეთეთ. რეფორმები გავატარეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს. მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა