გია ხუხაშვილი - დღევანდელი დღე უნდა იქცეს ქართველი ხალხის გამოღვიძების დღედ,  ილუზია ნუ გვექნება, რომ დღეს ხალხს დაინახავს ხელისუფლება და ჭკუაზე მოვლენ

რას უნდა აკეთებდეს ევროპის მოსურნე ხელისუფლება? - უნდა ცდილობდეს შეუერთდეს ხალხს და უთხრას: „ჩვენ თქვენთან ვართ”, უნდა გავიდნენ ხალხთან. სალომე ზურაბიშვილიც რომ იპრანჭება, მივიდეს ხალხთან , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა უნდა აიძულოს „ქართული ოცნება“, შეასრულოს საზოგადოების მოთხოვნები.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას, უნდა შეერთებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ხელისუფლების ბუნება იცით როგორია?! ისინი მოქმედებენ ცხოველური ინსტინქტებით, ყოველი დღის გადაგორებით, თვითგადარჩენის ინსტინქტით. პრობლემა გადააგორონ და მეორე დღეს ისევ იმ განუკითხაობაში არიან, რაშიც იყვნენ მანამდე, როგორც კი გადააგორებენ პრობლემას. ყოველდღიური დაპირების და „გადაგდების“ რეჟიმში არიან, ეს მოაზროვნე ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი. მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებენ და ეს სახიფათოა ქვეყნისთვის.

დღევანდელი დღე უნდა იქცეს ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების გამოღვიძების დღედ. ასეთია პირდაპირი დემოკრატია, როდესაც დაქირავებული ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ხალხი ითხოვს, ხალხი ვალდებულია აიძულოს თავისი მსახური, რომ მისი დაკვეთა შეასრულებინოს. ამიტომ, იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ დღეს ხალხს დაინახავს ხელისუფლება და ისინი ჭკუაზე მოვლენ.

რას უნდა აკეთებდეს ევროპის მოსურნე ხელისუფლება?! - უნდა ცდილობდეს შეუერთდეს ხალხს და უთხრას, რომ „ჩვენ თქვენთან ვართ“. უნდა გავიდნენ ხალხთან. სალომე ზურაბიშვილიც რომ იპრანჭება, მივიდეს ხალხთან, რომ მოძღვრავს შორიდან, ბრიფინგებს რომ ატარებს, ალტერნატიული აქცია რომ დანიშნა და შერცხვა თვითონაც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი