გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა

,,შინ ევროპისკენ” - ეს არის მთავარი სათქმელი, ამის ირგვლივ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, უნდა დავიწყოთ მძლავრი აღმშენებლობის პროცესი, რასაც ფუნდამენტი ხალხმა საკუთარი აქტივობით უნდა ჩაუყაროს.

,,შინ ევროპისკენ” - ეს არის მთავარი სათქმელი, ამის ირგვლივ ყველა უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს, ისე როგორც მიგვითითა ევროკავშირმა. აქ არის ქართველი ხალხის თავყრილობა, ევროპული მისწრაფების გამოსავლენად, რასაც მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და დავიწყოთ მძლავრი აღმშენებლობის პროცესი, რასაც ფუნდამენტი ხალხმა უნდა ჩაუყაროს საკუთარი აქტივობით”, - განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. პარტიის წევრებმა საქართველოსა და ევროკავშირის დიდი მასშტაბის დროშები გაშალეს. მსვლელობას პარტიის ლიდერებთან ერთად ახალგაზრდული ფრთისა და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს